logo
ENG



ჯაფარიძე პროკურატურის განცხადებაზე: „უფრო ემოციური შეფასებაა"

22 ოქტ 201916:45
3 წუთის საკითხავი
 
3nrxu9gymgceivr.png

ამ წუთებში საზოგადოებრივი მოძროაბა „ლელოს“ ოფისში მოძროაბის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე საგანგებო განცხადებას აკეთებს.  

„მოვისმინე პროკურატურის განცხადება და მგონია, რომ უფრო ემოციური შეფასებაა. ჩვენ ველით, რომ ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ და გამოიძიებენ იმ მასალებს, რომლებიც მათ გადაეცათ, ასევე ჩაატარებენ სხვა საგამოძიებო მოქმედებებსაც. ველით პროკურატურისგან მათი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას," - განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა თი ბი სი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ პროკურატურაში 21 ოქტომბერს წარდგენილ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. მუქარის წერილს ეხება, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას.

მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 21 ოქტომბერს პროკურატურაში ე.წ. მუქარის წერილის დედანი წარადგინა. ხაზარაძის ადვოკატი ირაკლი კორძაძე აცხადებს, რომ წერილზე 17 პირის ანაბეჭდია და პროკურატურამ უნდა დაადგინოს მათი ვინაობა.

 


close დახურვა